ალექსანდრე ჩივაძემ გუნდში 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მცველი ლაშა დვალიც გამოიძახა, მაგრამ ის არც შემადგენლობაში გვინახავს და არც განაცხადში.
ცხადია, დავინტერესდით და აღმოჩნდა, რომ დვალი ტრავმირებულია.
"ისრაელში მივდივარ, რადგან ტრავმამ შემაწუხა. ბავშვობაში რომ მტკიოდა ფეხი, სამი დღის წინ თავი ისევ შემახსენა.
ამის გამო გამოვტოვე ლატვიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა, ვარჯიშიც აღარ შემეძლო და ყველაზე სამწუხარო რაც არის, ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში ვერ დავეხმარე.
თვის ბოლოს ისრაელში მივდივარ,
სავარაუდოდ, მკურნალობისთვის სამი თვე დამჭირდება, თუმცა ეს მაინც ორგანიზმზეა დამოკიდებული", - ამბობს დვალი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"