საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები Syrenka Cup-ზე მესამე ადგილისთვის ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე (Syrenka Cup) პირველი მატჩი ნორვეგიასთან 1:1 ითამაშა.

ანგარიში ნორვეგიელებმა გახსნეს, მაგრამ ნოდარ აკობიას გუნდმა წონასწორობა ბოლო, მე-80 წუთზე (ამ ასაკში 40-წუთიანი ტაიმებია) აღადგინა.

პენალტების სერიაში კი "ჯვაროსნებმა" გაიმარჯვეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მეტოქედ პოლონეთი ერგოთ. ტურნირის მასპინძლებმა კვიპროსს 5:0 მოუგეს.

სამწუხაროდ, ნახევარფინალში ვერ ვივარგეთ. ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს.

ქართველებმა წონასწორობა 50-ე წუთზე აღადგინეს, მაგრამ 64-ე წუთზე პოლონელები კვლავ დაწინაურდნენ და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

აკობიას გუნდი 30 აგვისტოს III ადგილისთვის მატჩს დანიასთან
გამართავს. სკანდინავიელებმა ნახევარფინალში უკრაინასთან პენალტებით წააგეს.

შეგახსენებთ, რომ შარშან ჩვენი 17-წლამდელები, რომელთაც მაშინ გიორგი დევდარიანი ავარჯიშებდა, ამავე ტურნირის ფინალში გავიდნენ და დანიასთან 1:2 დამარცხდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული