ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები "სტად ლა ფრონტიეზე" ეცდებიან პირველი სამი ქულის მოპოვებას. შეხვედრას უელსელი არბიტრი ბრინ მარკჰემ-ჯონსი განსჯის.
შეგახსენებთ შემადგენლობას, რომელიც ჩივაძემ ლუქსემბურგსა და სლოვაკეთთან (9 სექტემბერი) სათამაშოდ გამოიძახა:
მეკარეები: გიორგი ნადირაძე (სპარტაკი), კახა მეშველიანი (ზესტაფონი), გაბრიელ თებიძე (უგუნდო);
მცველები: მამუკა კობახიძე, გიორგი გაგნიძე (ორივე - დილა), არჩილ ტვილდიანი (სიონი), სოლომონ კვირკველია (რუბინი, რუსეთი), თედორე გრიგალაშვილი (ზესტაფონი), დავით უბილავა (ტორპედო);
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ლაშა ჩაფიძე (ორივე
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (ორჰუსი, დანია), გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ნიკა კაჭარავა (რუბინი 2, რუსეთი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო).
ჩივაძემ თავიდან 22 ფეხბურთელი გამოიძახა, მაგრამ 2 სექტემბერს, როცა გუნდი ევროპაში გაემგზავრა, მწვრთნელს მხოლოდ 21 მოთამაშე ახლდა: ჩივაძემ შინ დატოვა "ჩიხურას" შემტევი ბესიკ დეკანოიძე, რომელიც ტრავმამ შეაწუხა.
ნაკრებშია "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურიაც, რომლის დისკვალიფიკაციამაც გაუგებრობა წარმოქმნა, თუმცა ის სანაკრებო ასპარეზზე არ გავრცელდა.
ლუქსემბურგის შემდეგ, 9 სექტემბერს, ჩვენი ახალგაზრდები სენეცში სლოვაკ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. სადღეისოდ, III ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა:
ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი
III ჯგუფი
გ თ მ ფ წ ბ ქ
სლოვაკეთი 1 1 0 0 7-1 3
შოტლანდია 1 1 0 0 3-0 3
საქართველო 0 0 0 0 0-0 0
ჰოლანდია 0 0 0 0 0-0 0
ლუქსემბურგი 2 0 0 2 1-10 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"