ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან

AutoSharing Option
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 10 და 14 ოქტომბერს გასამართი, უეფას 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩებისთვის მზადებას სულ მალე შეუდგება.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდი 10 ოქტომბერს ჰოლანდიის ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.

14 ოქტომბერს კი ამავე სტადიონზე შოტლანდიელებს დაუხვდება. ორივე მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ამ ორი შეხვედრისთვის მართლაც რომ შთამბეჭდავ შემადგენლობას უხმო.

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), კახა მეშველიანი ("ზესტაფონი"), ნიკოლოზ შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი);
მცველები: არჩილ ტვილდიანი ("სიონი", ბოლნისი), მამუკა კობახიძე ("დილა", გორი), სოლომონ კვირკველია
("რუბინი", ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დავით უბილავა ("ტორპედო", ქუთაისი);
ნახევარმცველები: ჯანო ანანიძე ("როსტოვი", რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი ("სპარტაკი", ცხინვალი), გიორგი პაპავა ("დინამო", თბილისი), ლაშა პარუნაშვილი ("სიონი", ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), მერაბ გიგაური ("ტორპედო", ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური ("ჩიხურა", საჩხერე);
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ირაკლი ქობალია ("ზესტაფონი").

ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი, რომლებიც ასევე მთავარ ნაკრებშიც არიან გამოძახებულები ესპანეთთან მატჩისთვის, 10 ოქტომბერს ახალგაზრდულ გუნდს დაეხმარებიან და 11 ოქტომბერს ესპანეთში გაემგზავრებიან.

ალექსანდრე ჩივაძემ სპლიტის "ჰაიდუკის" შემტევი - გიორგი ილურიძეც გამოიძახა, თუმცა ტრავმის გამო ილურიძემ ჩამოსვლაზე უარი განაცხადა.

21-წლამდელთა შეკრება 7 ოქტომბრიდან დაიწყება. ნაკრები თბილისში, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მოემზადება, ქართული მედიის შეკითხვებს კი ალექსანდრე ჩივაძე საგანგებო პრესკონფერენციაზე უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევის ორი მატჩი უკვე ითამაშა და ორივე სტუმრად.

სადებიუტო შეხვედრაში ლუქსემბურგი დავამარცხეთ - 3:0, ხოლო სლოვაკეთთან მინიმალური სხვაობით - 0:1 დავმარცხდით. ასე რომ, მოახლოებულ ორ შეხვედრას ჩვენთვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ნაკრები პირველს მართლა მოუგებს.კაი ნაკრები ყავს ჩივაძეს.წარმატებები ბიჭებს.
qutaiseli
16:19 01-10-2013
0
ეს ნაკრები მომავლის გუნდია, არაფრით არ შეიძლება ანანიძის და ოქრიაშვილის გაშვება,იქნებ გაუმართლოს ჩივაძეს გაისად ისევ ქეცბაიას გამოადგება გამოცდილი ფეხბურთელები.
puma
18:06 01-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული