გუნდის მთავარი მწვრთნელის - ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ნაკრები შესარჩევისწინა დასკვნით შეკრებას ზუგდიდში, "ბაიას" საწვრთნელ ბაზაზე გაივლის.
შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო"), სანდრო ბენდიანიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: რატი კაკიაშვილი, გიორგი აბელაშვილი, ცოტნე ნადარაია, დემურ ჩომახიძე (ყველა - "საბურთალო"), ვასილ კაციტაძე ("დინამო", თბილისი), ირაკლი კომახიძე ("შუქურა", ქობულეთი), თორნიკე გაფრინდაშვილი, გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა), ამირან გოგიაშვილი ("დილა", გორი), ნიკა
ნახევარმცველები: ანდრო ნემსაძე ( "დინამო", თბილისი), ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩიშვილი ("საბურთალო"), ნიკა ლაშხია ("ზესტაფონი"), ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე - "შუქურა", ქობულეთი), გიორგი ბერიძე ("დილა 2", გორი), გიორგი კიკნაძე, ირაკლი კამლაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ნიკა ქორიძე ("რეჯინა", იტალია)
თავდამსხმელები: გიორგი ჯობავა ("ოსერი", საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე ("ზესტაფონი"), გიორგი წივილაშვილი ("საბურთალო"), საბა ცინცქილაძე ("შუქურა", ქობულეთი).
შეკრების ფარგლებში, 17-წლამდელები ტესტ-მატჩს ითამაშებენ "ზესტაფონის" დუბლებთან. გუნდი თბილისში 15 ოქტომბერს დაბრუნდება, 17 ოქტომბრიდან კი უკვე შესარჩევის მატჩები იწყება.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს. 17-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ფარერების, ჰოლანდიისა და სან მარინოს 17-წლამდელთა ნაკრებები ეყოლებათ.
ტურნირის კალენდარი ასეთია:
17 ოქტომბერი
ჰოლანდია VS ფარერები ("დინამო არენა". 14:00 საათი)
საქართველო VS სან მარინო ("მიხეილ მესხის" სტადიონი. 16:00 საათი)
წყარო: gff.ge