საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს

AutoSharing Option
4 ოქტომბრიდან უეფას 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას იწყებს საქართველოს ნაკრები (1997 წელს დაბადებულები).

გუნდის მთავარი მწვრთნელის - ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, ნაკრები შესარჩევისწინა დასკვნით შეკრებას ზუგდიდში, "ბაიას" საწვრთნელ ბაზაზე გაივლის.

შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო"), სანდრო ბენდიანიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
მცველები: რატი კაკიაშვილი, გიორგი აბელაშვილი, ცოტნე ნადარაია, დემურ ჩომახიძე (ყველა - "საბურთალო"), ვასილ კაციტაძე ("დინამო", თბილისი), ირაკლი კომახიძე ("შუქურა", ქობულეთი), თორნიკე გაფრინდაშვილი, გიორგი ქობულაძე (35-ე სკოლა), ამირან გოგიაშვილი ("დილა", გორი), ნიკა
კევლიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი)
ნახევარმცველები: ანდრო ნემსაძე ( "დინამო", თბილისი), ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩიშვილი ("საბურთალო"), ნიკა ლაშხია ("ზესტაფონი"), ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე (ორივე - "შუქურა", ქობულეთი), გიორგი ბერიძე ("დილა 2", გორი), გიორგი კიკნაძე, ირაკლი კამლაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ნიკა ქორიძე ("რეჯინა", იტალია)
თავდამსხმელები: გიორგი ჯობავა ("ოსერი", საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე ("ზესტაფონი"), გიორგი წივილაშვილი ("საბურთალო"), საბა ცინცქილაძე ("შუქურა", ქობულეთი).

შეკრების ფარგლებში, 17-წლამდელები ტესტ-მატჩს ითამაშებენ "ზესტაფონის" დუბლებთან. გუნდი თბილისში 15 ოქტომბერს დაბრუნდება, 17 ოქტომბრიდან კი უკვე შესარჩევის მატჩები იწყება.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირს საქართველო მასპინძლობს. 17-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ფარერების, ჰოლანდიისა და სან მარინოს 17-წლამდელთა ნაკრებები ეყოლებათ.

ტურნირის კალენდარი ასეთია:

17 ოქტომბერი
ჰოლანდია VS ფარერები ("დინამო არენა". 14:00 საათი)

საქართველო VS სან მარინო ("მიხეილ მესხის" სტადიონი. 16:00 საათი)

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოოო ეს კარგია ესეიგი ოქტომბერი ძაან დატვირტულია კარგი ფეხბურთებით,,ერთი რამეა საინტერესო,10 ში და 15ში მესხზე U21 თამაშობს და 17 ში უკვე U17?და ამავე დღეს პაიჭაძეზე ჰოლანდია-ფარერები(U17)...არ შეიძლებოდა ჩვენ გვეთამაშა დინამო არენაზე?..ერთი სიტყვით რაც არის ეგ არის ,უბრალოდ საინტერესოა რატო....ეგ რაც შეეხება სტადიონს და მისთემას,რაც შეეხება ამ გუნდს(ნაკრებს)თუ არ ვცდები ასაკობრივებში ყველაზე ასაკიანი ნაკრებია,მახსოვს აკობიას სადღაც 4 წლის წინ ყავდა ეს ნაკრები პირველად ჰოლანდიაში წაყვანილი,ასე რომ ბირთვი მაინც არის.მიხარია ისიც რომ ორი ბიჭი ლეგიონერია და ორივე ფონდი არველაძის წევრია(თუ არ ვცდები).წარმატებები ბიჭებს,იმედია გაგვახარებენ...
durmishxan gulua
21:26 03-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული