გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ თავისი რჩეული ფეხბურთელები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შეკრიბა. ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს საგურამოს ბაზაზე ატარებს.
6 ოქტომბერს, საღამოს, გუნდი საბოლოოდ შეივსო, როცა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელები შეკრებაზე შევიდნენ. ნაკრებში გამოძახებულთა სია კი ასეთია:
მეკარეები: ბექა ქურდაძე ("საბურთალო"), ტარიელ ხაინდრავა ("დინამო", თბილისი)
მცველები: გიორგი გაბაძე, ნიკოლოზ ჭანტურია, ოთარ კუსიანი (ყველა - "ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კაკაბაძე, ალექსანდრე
ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ("დინამო", თბილისი), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა - "ტორპედო", ქუთაისი), გიორგი აბურჯანია ("დილა", გორი), გიორგი თევზაძე ("საბურთალო"), ლევან შენგელია, გიორგი ბერიძე (ორივე - "დილა 2", გორი)
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე - "ტორპედო", ქუთაისი), ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("დილა 2", გორი).
19-წლამდელები პირველ შეხვედრას სერბ თანატოლებთან 9 ოქტომბერს გამართავენ, მომდევნოს კი - 11 ოქტომბერს.
ორივე შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და ორივე დღის 3 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელების მსგავსად, 19-წლამდელთა ნაკრებიც უეფას ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. ამ შესარჩევ ტურნირს ნოემბერში საქართველო უმასპინძლებს.
ჩვენი 19-წლამდელები მე-11 ჯგუფში იასპარეზებენ და მეტოქეებად ჰოლანდიის, უელსისა და მოლდოვას 19-წლამდელთა ნაკრებები ეყოლებათ.
სფფ-ის პრესსამსახური