U21. საქართველო VS ჰოლანდია - არანაირი 50/50, უნდა მოვიგოთ!

AutoSharing Option
10 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევში მესამე შეხვედრას გამართავს - ალექსანდრე ჩივაძის გუნდს საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავს და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი 15:00 სთ-ზე კი განახორციელებს, თუმცა თამაშზე დასწრება უფასოა და იმედია, ამით სტადიონზე მომსვლელთა რიცხვი გაიზრდება - დღეს ძალიან დასჭირდება ქომაგობა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიასთან სამატჩო განაცხადში ვერ იქნებიან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ილურიძე. ოფიციალური ვერსიით, ოქრიაშვილს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი, ილურიძე კი ხორვატიაში სავიზო საკითხებს აგვარებს და
ახალგაზრდულ ნაკრებს 14 ოქტომბერს შოტლანდიასთან მატჩისთვის შეუერთდება.

ოქრიაშვილის დამატება ვერ გამოვიდა და ჩივაძეს ეროვნული ნაკრებიდან ერთი ფეხბურთელი შერჩა - ჯანო ანანიძე, ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში არაერთი კარგი შეხვედრა უთამაშია და იმედია, ახლაც ძალიან გამოადგება გუნდს.

მატჩის წინა დღეს ჩივაძის კრებულმა ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა. როგორც მატჩისწინა ვარჯიშებზე ხდება ხოლმე, წვრთნა მატონიზირებელი გამოდგა. მის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გელა ინალიშვილმა მომავალ მატჩზე ისაუბრა:

"გუნდი მზადყოფნაშია. ალბათ იცით, რომ ოქრიაშვილი და ილურიძე არ გვეყოლებიან, დანარჩენი ფეხბურთელები კი ადგილზე არიან.

ეროვნული ნაკრებიდან დავიმატეთ ჯანო ანანიძე. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია. ყველას მოეხსენება, რომ ჰოლანდიის ნაკრები ძლიერი მეტოქეა, მაგრამ შინ ვთამაშობთ და გვჯერა, ბევრი გულშემატკივარი მოვა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხალხი კმაყოფილი დარჩეს.

რომ იტყვიან, შანსები 50/50-ზეაო, ასე არ არის - ჩვენ ეს თამაში უნდა მოვიგოთ!

ანანიძესთან დაკავშირებით შევუთანხმდით თემურ ქეცბაიას, რომ ჰოლანდიასთან მატჩის მერე ის ეროვნულ ნაკრებს ესპანეთში შეუერთდება".

U21. ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი
III ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სლოვაკეთი 2 2 0 0 8-1 6
2. ჰოლანდია 2 2 0 0 5-0 6
3. საქართველო 2 1 0 1 3-1 3
4. შოტლანდია 2 1 0 1 3-4 3
5. ლუქსემბურგი 4 0 0 4 1-14 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს
გიორგი ჭანტურია: ჰოლანდიას აქედან არაფერს გავატანთ
ნიკა კვეკვესკირი: 100 პროცენტით ვართ მობილიზებულები
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯანო ჯიგარია.
ინალიშვილი ნუ ბლატაობ. შანსები იმათ მეტი აქვთ, თქვენ უნდა შეაკვდეთ რომ რამეს მიაღწიოთ. ჯობდა სლოვაკიასთან არ წაგეგოთ.
ramo
11:21 10-10-2013
0
11 ოქტომბერს არა, 10 ოქტომბერს არის თამაში და 10 დღეს არის.ვიღაც ფეხბურთის გულშემატკივარი ნახავს ამ სტატიას,დაგიჯერებთ და თამაშსაც ვერ უყურებს...გაითვალისწინეთ და გამოასწორეთ თარიღი...ხალხს ნუ აცხოვრებთ სიცრუეში გეუბნებით მე თქვენ..მყისიერად გამოასწორეთ შეცდომა :D
:D
beka gurgenidze
11:19 10-10-2013
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული