ნიკა კვეკვესკირი: 100 პროცენტით ვართ მობილიზებულები

AutoSharing Option
10 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევში მესამე შეხვედრას გამართავს - ალექსანდრე ჩივაძის გუნდს საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავს და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი კი განახორციელებს, თუმცა თამაშზე დასწრება უფასოა და იმედია, ამით სტადიონზე მომსვლელთა რიცხვი გაიზრდება - დღეს ძალიან დასჭირდება ქომაგობა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს.

მატჩის წინა დღეს ჩივაძის კრებულმა ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა. მომავალ თამაშებზე ცხინვალის "სპარტაკის" ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"ორივე შეხვედრაში მძიმე ბრძოლა გველის, ჰოლანდიაც და შოტლანდიაც ჩვენი უშუალო
კონკურენტები არიან და ორივე მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.

ამ შეხვედრებში გადაწყდება, გვექნება თუ არა ჯგუფიდან გასვლის შანსი. ასე რომ, 100 პროცენტით ვართ მობილიზებულები.

ორივე მატჩში გამარჯვებას ვეცდებით".


შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო VS ჰოლანდია - არანაირი 50/50, უნდა მოვიგოთ!
ალექსანდრე ჩივაძე: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს
გიორგი ჭანტურია: ჰოლანდიას აქედან არაფერს გავატანთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული