გიორგი ჭანტურია: ჰოლანდიას აქედან არაფერს გავატანთ

AutoSharing Option
10 ოქტომბერს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევში მესამე შეხვედრას გამართავს - ალექსანდრე ჩივაძის გუნდს საკმაოდ სერიოზული მეტოქე ჰყავს და, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი ელის.

მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მეორე არხი კი განახორციელებს, თუმცა თამაშზე დასწრება უფასოა და იმედია, ამით სტადიონზე მომსვლელთა რიცხვი გაიზრდება - დღეს ძალიან დასჭირდება ქომაგობა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს.

მატჩის წინა დღეს ჩივაძის კრებულმა ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა. მომავალ თამაშზე არნემის "ვიტესის" ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ ისაუბრა:

- რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი თამაში გველის. ჰოლანდიის ახალგაზრდული
ნაკრების ყველა ფეხბურთელი ადგილობრივ ჩემპიონატში მაღალ დონეზე თამაშობს.

მზად ვართ საბრძოლველად და იმისთვის, რომ ჰოლანდიელებს აქედან არაფერი გავატანოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი მრავლად მოვა და გვიქომაგებს.

- ოთხი დღის შემდეგ შოტლანდიასთან გიწევთ შეხვედრა...
- ამ გუნდის თამაშების ვიდეოჩანაწერიც ვნახეთ, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობთ შოტლანდიაზე. ამ შესარჩევში შინ პირველი თამაში ჰოლანდიასთან გვაქვს და უნდა მოვიგოთ.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო VS ჰოლანდია - არანაირი 50/50, უნდა მოვიგოთ!
ალექსანდრე ჩივაძე: ჰოლანდიასთან მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს
ნიკა კვეკვესკირი: 100 პროცენტით ვართ მობილიზებულები
მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო,
თუ მაგარი ხარ დღეს გამოჩნდება.
ramo
11:25 10-10-2013
0
ჩივაძის "ტაქტიკით" ვერაფერი გამოჩნდება გუნდში ასეთიდონის მოთამაშეები გყავდეს და უთავბოლო ფეხბურთს ათამაშებდე სირცხვილია პრინციპში ნაკრებშიც იგივეს აკეთებდა არ იცის ამ კაცმა მწრთვნელობა და რავუყოთ მისი ბრალი არაა ვინც დააბრალა იმის ბრალია
თუ მაგარი ხარ დღეს გამოჩნდება.
12:22 10-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული