"დაცვაში აშკარად ბევრი შეცდომა დავუშვით. სრული შემადგენლობით თავიდანვე ვერ შევიკრიბეთ და ეს მხოლოდ ბოლო 3 დღე მოვახერხეთ, რადგან ბიჭებს თავიანთ კლუბებში ეროვნული ჩემპიონატის თამაშები ჰქონდათ და ესენი, ძირითადად, დაცვის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელები იყვნენ.
დაღლილობა აშკარად იგრძნობოდა, თუმცა ვთვლი, რომ დასაწყისისთვის ნორმალური თამაში გამოვიდა, რადგან ამ ასაკში ევროპის მოქმედ ჩემპიონ გუნდს დავუპირისპირდით და ჩემპიონატის მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი დღეს მოედანზე იყო.
ძალიან კარგი გუნდია და შესაბამისად, თამაშიც რთულად წავიდა.
პენალტზე ახლა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ვიდეოჩანაწერი უნდა ვნახო. მსაჯობის ხარისხსა და დონეზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ.
არჩათვლილი გოლის დროს ყველამ დაინახა თამაშგარე მდგომარეობა. ჩვენ რომ უცხოეთში ტურნირებზე მივდივართ, მსაჯობა ასეთი კი არა, ბევრჯერ ამაზე უარესია.
ასე რომ, ძალიანაც ნუ გავიკვირვებთ, რადგან ჩვენ უარესებსაც გვიკეთებენ უცხოურ შეკრებებსა თუ თამაშებზე..." - განაცხადა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს ეს გუნდები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და 19-წლამდელთა ნაკრებისთვის ეს იქნება ბოლო საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ნოემბრის ევროშესარჩევის დაწყებამდე.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-სერბეთი 1:1 - საყაიმო გაკვეთილი ილიჩის მეგობრებისგან [VIDEO]