საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიასთან მარცხდება

AutoSharing Option
10 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში ჰოლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები ანგარიშით 0:2 მარცხდებიან.

პირველი სახიფათო შეტევა სტუმრებმა განახორციელეს - მე-9 წუთზე გიორგი ნადირაძესთან პირისპირ ლუის კასტანიოსი დარჩა, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ გატანა არ დაანება.

ანგარიშის გახსნა მასპინძლებს მე-13 წუთზე შეეძლოთ. მოედნის ცენტრში ბრწყინვალედ გაისარჯა ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც ერთი მოძრაობით ჩამოიცილა ორი მეტოქე. შეტევის დასრულება საკუთარ თავზე ჯანო ანანიძემ აიღო, თუმცა მისი
დარტყმული ჰოლანდიელთა კარს მცირედით ასცდა.

მე-16 წუთზე ჰოლანდიელებმა სწრაფი იერიში შეტევის მარცხენა ფლანგზე განახორციელეს. კასტანიოსი იოლად გაუმკლავდა მცველებს და კარგ პოზიციაზე მყოფ ბოეტუსს უპასა. ამ უკანასკნელს კი ნადირაძის კარის აღება არ გასჭირვებია.

სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა გათანაბრება ვერაფრით შეძლეს. არადა, კარგი შანსი გიორგი ჭანტურიას ჰქონდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა. კასტინიოსმა კი კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ამჯერად თავად გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგრე იცის უაზრო დაქადნებამ. სლოვაკიასთან გუნდმა წააგო, არც ანალიზი გაკეთებულა, არც კრიტიკა ან ბოდიში. შეცდომებზეც არ ვსწავლობთ.
koko
16:18 10-10-2013
0
ავადაა ქართული ფეხბურთი ასეთი ბიჭებით და 6-0 გასაყრელია ფეხბურთის ფედერაცია და მწვრთნელები უნამუსო ფულისტები გახდენ
mesxi
16:57 10-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული