მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები ანგარიშით 0:2 მარცხდებიან.
პირველი სახიფათო შეტევა სტუმრებმა განახორციელეს - მე-9 წუთზე გიორგი ნადირაძესთან პირისპირ ლუის კასტანიოსი დარჩა, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ გატანა არ დაანება.
ანგარიშის გახსნა მასპინძლებს მე-13 წუთზე შეეძლოთ. მოედნის ცენტრში ბრწყინვალედ გაისარჯა ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც ერთი მოძრაობით ჩამოიცილა ორი მეტოქე. შეტევის დასრულება საკუთარ თავზე ჯანო ანანიძემ აიღო, თუმცა მისი
მე-16 წუთზე ჰოლანდიელებმა სწრაფი იერიში შეტევის მარცხენა ფლანგზე განახორციელეს. კასტანიოსი იოლად გაუმკლავდა მცველებს და კარგ პოზიციაზე მყოფ ბოეტუსს უპასა. ამ უკანასკნელს კი ნადირაძის კარის აღება არ გასჭირვებია.
სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა გათანაბრება ვერაფრით შეძლეს. არადა, კარგი შანსი გიორგი ჭანტურიას ჰქონდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა. კასტინიოსმა კი კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ამჯერად თავად გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.