საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიასთან მარცხდება

AutoSharing Option
10 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში ჰოლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები ანგარიშით 0:2 მარცხდებიან.

პირველი სახიფათო შეტევა სტუმრებმა განახორციელეს - მე-9 წუთზე გიორგი ნადირაძესთან პირისპირ ლუის კასტანიოსი დარჩა, თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარემ გატანა არ დაანება.

ანგარიშის გახსნა მასპინძლებს მე-13 წუთზე შეეძლოთ. მოედნის ცენტრში ბრწყინვალედ გაისარჯა ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც ერთი მოძრაობით ჩამოიცილა ორი მეტოქე. შეტევის დასრულება საკუთარ თავზე ჯანო ანანიძემ აიღო, თუმცა მისი
დარტყმული ჰოლანდიელთა კარს მცირედით ასცდა.

მე-16 წუთზე ჰოლანდიელებმა სწრაფი იერიში შეტევის მარცხენა ფლანგზე განახორციელეს. კასტანიოსი იოლად გაუმკლავდა მცველებს და კარგ პოზიციაზე მყოფ ბოეტუსს უპასა. ამ უკანასკნელს კი ნადირაძის კარის აღება არ გასჭირვებია.

სამწუხაროდ, ქართველმა ფეხბურთელებმა გათანაბრება ვერაფრით შეძლეს. არადა, კარგი შანსი გიორგი ჭანტურიას ჰქონდა, რომლის დარტყმული ძელს მოხვდა. კასტინიოსმა კი კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, ამჯერად თავად გაიტანა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თამაშის წინ კი გაიძახოდნენ ქულას არ გავატანთო. მე მრცხვენია თქვენს მაგივრად! 6 გოლი საკუთარ კარში ,სახლში თან როგორ უნდა გაგიტანონ?! მე რომ გავსულიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად სათამაშოდ ასეთი დიდი სხვაობით არ წავაგებდით. დაანებეთ პეხბურთს თავი,ეგ თქვენი საქმე არ არის, ვერ ხედავთ არ გამოგდით და სულ როდემდე უნდა შეგვარცხვინოთ?! დარწმუნებული ვარ წინა დგეს არც დალევა მოგიკლიათ და არც ქალებ
dato
18:00 10-10-2013
0
6-0??????? მეტი არაა? მაინც არაუშავს
dadu
17:45 10-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული