საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიასთან განადგურდა

AutoSharing Option
10 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ტურის შეხვედრა ჰოლანდიის ნაკრებთან გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა.

ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიშით 0:6 დამარცხდნენ.

ანგარიში სტუმრებმა მატჩის მე-14 წუთზე, ლუის კასტანიოსის გარღვევის შემდეგ, ბეუტუსის გოლით გახსნეს. გათანაბრების კარგი შანსი გიორგი ჭანტურიას მალევე ჰქონდა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა.

სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა კასტანიოსმა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.

თურმე მეორე ტაიმში უარესი გველოდა. სტუმრებმა კიდევ ოთხჯერ დალაშქრეს გიორგი
ნადირაძის კარი - 48-ეზე ჯერ კასტანიოსმა გახადა ანგარიში გამანადგურებელი, შემდეგ კი, 67-ე და 71-ე წუთებზე პრომესი გამოირჩა დუბლით; საბოლოო ანგარიში კი იმავე კასტინიოსმა 78-ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც ჰეთ თრიქი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ 65-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ნიკა კვეკვესკირი გააძევა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მოწინააღმდეგე რიცხობრივ უპირატესობას როდესაც ქმნის, მიხვდით და ტემპი დააგდეთ! ფეხბურთი მოძრავი სათამაშო სახეობაა და მიხვდით, რომ სირბილის გარეშე ვერ მოიგებთ. ფედერაციაში ჩემი პროექტი რისთვიდ დევს? წაიკითხეთ და მიხვდებით: ჩემი მეთოდით აღდგენაც და სირბილიც ძალიან ადვილი სასწავლია!
guja_kakhadze
01:09 12-10-2013
0
რასაც აქ აკომენტარებენ,ქეიფთან დაკავშირებით ეს ყველაფერი გამოსაძიებელია და თუ მართალია, მაშინ სასწრაფოდ ზომებია მისაღები,პირველ რიგში ამით დაინტერესებული ჩივაძე და ფედერაცია უნდა იყვნენ.მეორეც და მთავარი,კი ბატონო ჩივაძე,როგორც ფეხბურთელი იყო ლეგენდა და ეს ყველამ იცის,მაგრამ როგორც მწვრთნელი არის 0-ის ტოლი,რამდენჯერ იყო პირველი ნაკრების დამრიგებელი და რა მერე,მას არ გააჩნია ანალიზის უნარი,მას არ შეუძლია წინა მატჩის გაანალიზება,გაიხსენეთ რას ამბობდა ის სლოვაკებთან მატჩზზე?სისულელეებს,ამიტომ დაანებეთ ამ კაცს თავი არ არის მწვრთნელი და არც არასდროს იქნება.
roma
13:41 11-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული