საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჰოლანდიასთან განადგურდა

AutoSharing Option
10 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე ტურის შეხვედრა ჰოლანდიის ნაკრებთან გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა.

ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიშით 0:6 დამარცხდნენ.

ანგარიში სტუმრებმა მატჩის მე-14 წუთზე, ლუის კასტანიოსის გარღვევის შემდეგ, ბეუტუსის გოლით გახსნეს. გათანაბრების კარგი შანსი გიორგი ჭანტურიას მალევე ჰქონდა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა.

სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა კასტანიოსმა და სხვაობა ორბურთიანი გახადა.

თურმე მეორე ტაიმში უარესი გველოდა. სტუმრებმა კიდევ ოთხჯერ დალაშქრეს გიორგი
ნადირაძის კარი - 48-ეზე ჯერ კასტანიოსმა გახადა ანგარიში გამანადგურებელი, შემდეგ კი, 67-ე და 71-ე წუთებზე პრომესი გამოირჩა დუბლით; საბოლოო ანგარიში კი იმავე კასტინიოსმა 78-ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც ჰეთ თრიქი მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ 65-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან ნიკა კვეკვესკირი გააძევა.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ესეც ჩვენი მომავალი...
saba
16:56 10-10-2013
0
კაით ბიჭო, ნამუსი არ გაქვთ? 6:0 და ერთხელ კომბინაცია ვერ გააკეთეთ, არ გრცხვენიათ? ახალგაზრდა ხალხი და ასე დაცვენილი?
არ დაიწყოთ ახლა მწვრთნელიო და ასეო და ისეო, 6:0-ს ვაფშე უმწვრთნელო გუნდი არ წააგებს, მარა მიჩვეულები ხართ უსაქმურობას და ეგრე იქნებით მთელი კარიერა... ,,შემოქმედებო" და ,,საუკეთესოებო".
PARFIUMER
17:11 10-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული