გიორგი ჭანტურია: ამას არ ვიმსახურებდით, ყველაფერი ჩვენი შეცდომების ბრალია

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვადი გიორგი ჭანტურია ჰოლანდიასთან (0:6) ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის შემდეგ "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე აღნიშნულ შეხვედრას გამოეხმაურა.

"ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოვიდა და ბოლო წუთამდე გვერდში გვედგა!

ამ შედეგს არ ვიმსახურებდით, ყველაფერი ჩვენი შეცდომების ბრალია!

შოტლანდიას ყველანი ერთად აუცილებლად მოვ
უგებთ! ტრამვა სერიოზული არაა, მზად ვარ 14-ისთვის!" - დაწერა ჭანტურიამ "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-ჰოლანდია 0:6 - სწავლა მოსწავლეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
უყვარს ბაქიბუქი და ზედმეტის ტლიკინი. ამის გამო რომ არა გუცაევი რამდენჯერმე გაიტყიპებოდა ბიჭი ალანიაში.
Zuka
20:52 11-10-2013
0
მოგებას მაშინ შევძლებთ, როდესაც ფეხბურთელები 90 წუთი ირბენენ. რიცხვობრივი უპირატესობა ამის ხარჯზე იქმნება. ნაკრებში ითხოვენ, რომ ფეხბურთელი კლუბიდან მოვიდეს ფიზიკურად მომზადებული, მაგრამ როდესაც ხედავ, რომ კლუბმა ფიზიკურად ვერ მოამზადა? იქნებ რაღაც განსხვავებული გეცადათ?
guja_kakhadze
14:13 11-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული