საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას ყაზაიშვილის გოლით უგებს [VIDEO]

AutoSharing Option
14 ოქტომბერს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში შოტლანდიას მასპინძლობს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დასრულდა.

პირველი სახიფათო ეპიზოდი სტუმრებმა შექმნეს და გატანილ გოლამდე სულ ცოტა დააკლდათ. მე-8 წუთზე გიორგი ნადირაძის კარი ძელმა იხსნა - 5 მეტრიდან მაკჰეოდმა ვერ შეძლო ზუსტად დარტყმა.

მე-19 წუთზე სახიფათო მომენტი უკვე საპირისპირო კართან გიორი ჭანტურიამ შექმნა, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთზე ფეხი შოტლანდიელმა მცველმა დაუფარა.

ტერიტორიულ უპირატესობას ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები ფლობდნენ, თუმცა შოტლანდიელები შიგადაშიგ მწვავე იერიშებს
მაინც ახორციელებდნენ. 25-ე წუთზე მეის ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული არ იყო ძლიერი და ნადირაძემ ბურთი ხელში გააქვავა.

აქედან სამიოდე წუთში უკვე გიორგი ქვილითაიას პასის შემდეგ ჯამბულ ჯიღაურს შეეძლო გატანა, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები მხოლოდ კუთხურს დასჯერდნენ.

32-ე წუთზე უკვე თავად ქვილითაიას შეეძლო გატანა - კუთხურის მოწოდების შემდეგ შოტლანდიელთა საჯარიმოში დაბნეულობა შეიქმნა, ბურთი კი საბოლოოდ გიორგის დარჩა, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმა არ გამოუვიდა.

ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრებმა გატანა მაინც შეძლო. 39-ე წუთზე ქვილითაიამ მკერდით დაუგდო ბურთი ვაკო ყაზაიშვილს, რომელმაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ოციოდე მეტრიდან აუღებელი დაურტყა სტუმართა მეკარე ჯორდან არჩერს - 1:0.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული