საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მე-11 ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ჰოლანდიის, ფარერებისა და სან მარინოს 17-წლამდელთა ნაკრებები იქნებიან.
ტურნირის ფორმატის თანახმად, შესარჩევის ქვეჯგუფებიდან ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გადავა.
17-წლამდელთა ასაკში საქართველო უკვე მეორედაა ამ შესარჩევი ეტაპის მასპინძელი, ელიტრაუნდი კი ჯერ მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ.
საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე გაიარა. ნოდარ აკობია და მისი გუნდი თბილისში 15 ოქტომბერს, საღამოს დაბრუნდება და სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდება.
ჩვენი სტუმარი სამივე გუნდი კი სასტუმრო
თბილისს ყველაზე ადრე ფარერების კუნძულების 17-წლამდელთა ნაკრები ეწვია. კუნძულელები 14 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. უკვე თბილისშია ჰოლანდიის ნაკრებიც. სანმარინოელები კი 15 ოქტომბერს, გვიან ღამით ჩამოვლენ.
16 ოქტომბრის სავარჯიშო გრაფიკი კი ასეთია:
16 ოქტომბერი
10:30 საათი - ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს "დინამო არენაზე" გამართავს.
12:00 საათი - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ოფიციალურ ვარჯიშს "მიხეილ მესხის" სტადიონზე ჩაატარებს. ვარჯიში მედიისთვის საწყისი 15 წუთი გაიღება.
15:00 საათი - ფარერების 17-წლამდელთა ნაკრები საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" მოედანზე ივარჯიშებს.
16:30 საათი - სან მარინოს 17-წლამდელთა ნაკრების ვარჯიში საგურამოში.
რაც შეეხება ტურნირისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციას, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ოთხივე გუნდის მთავარ მწვრთნელს 16 ოქტომბერს, საღამოს 19:15 საათიდან სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ. აქვე გაიცემა ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციებიც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" სტადიონზე, სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 14:00 საათზე, "დინამო არენაზე" ერთმანეთს ჰოლანდიისა და ფარერების ნაკრები გუნდები შეხვდებიან.
სფფ-ის პრესსამსახური