"ჩვეულებრივად ვარ გუნდში, ძირითადის შემადგენლობასთან ერთად ვვარჯიშობ, რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე და მჯერა, მალე უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა მექნება.
ისიც მაიმედებს, რომ პრემიერლიგის 18-კაციან განაცხადშიც მუდმივად ვარ, ევროპალიგის განაცხადშიც შემიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი მენდობა", - ამბობს კვირკველია.
"რუბინის" მცველი ახალგაზრდული ნაკრების განვლილ
"ჰოლანდიასა და სლოვაკეთთან წაგებების შემდეგ ჯგუფში წარმატებული გამოსვლისთვის და იმისთვის, რომ შემდეგ თამაშებს აზრი ჰქონოდა, შოტლანდიასთან გამარჯვება ჰაერივით გვესაჭიროებოდა.
ამიტომ განსაკუთრებული მონდომებით გავედით მოედანზე - წაგებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.
რა თქმა უნდა, შოტლანდიასთან თამაშითაც კმაყოფილი ვარ და შედეგითაც. ბიჭებმა მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ და ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს.
წინ უმძიმესი მატჩებია, თუნდაც იმავე შოტლანდიასთან - გასვლაზე, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომდევნო თამაშები ჩვენთვის სასარგებლოდ დავასრულოთ და ხალხს ჰოლანდიასთან წაგება კარგი თამაშით დავავიწყოთ.
ჩვენი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]