ჩვენმა გუნდმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში გაიარა და თბილისში 15 ოქტომბერს, საღამოს დაბრუნდა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე გააკეთა არჩევანი იმ 18 ფეხბურთელზე, რომლებიც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე, 17-წლამდელთა ასაკში ქვეყნის ღირსებას დაიცავენ და ელიტრაუნდში გასვლისთვის იბრძოლებენ.
მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე - "საბურთალო")
მცველები: ნიკოლოზ კევლიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ვასილ კაციტაძე ("დინამო", თბილისი), რატი კაკიაშვილი, ცოტნე ნადარაია (ორივე - "საბურთალო"),
ნახევარმცველები: ირაკლი კომახიძე, შერმადინ ართმელაძე ("შუქურა", ქობულეთი), ნიკა ქორიძე ("რეჯანა", იტალია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი (ორივე - "საბურთალო"), ნიკა ლაშხია ("ზესტაფონი"), გიორგი კიკნაძე ("ლოკომოტივი", თბილისი)
თავდამსხმელები: გიორგი ბერიძე ("დილა 2", გორი), გიორგი ჯობავა ("ოსერი", საფრანგეთი), ბექა მიქელთაძე ("ზესტაფონი"), საბა ცინცქილაძე ("შუქურა", ქობულეთი).
16 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში "მიხეილ მესხის" სტადიონზე გამართა.
მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა და ახალგაზრდა ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან 17 ოქტომბერს და პირველ მატჩს, სადაც ისინი სან მარინოს ნაკრებს შეხვდებიან.
19 ოქტომბერს მათი მომდევნო მეტოქე ფარერების კუნძულების 17-წლამდელთა ნაკრები იქნება, 22 ოქტომბერს კი შესარჩევის ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი ჰოლანდიელ თანატოლებთან გამართავს.
16 ოქტომბერს, საღამოს 19:15 წუთზე, სასტუმრო Holiday Inn-ში, სადაც ჩვენი სტუმარი გუნდები ცხოვრობენ, ოთხივე ნაკრების მთავარი მწვრთნელების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. აქვე მედიის წარმომადგენლები ტურნირზე დასასწრებ აკრედიტაციებსაც მიიღებენ.
სფფ-ის პრესსამსახური