U17. საქართველო VS სან მარინო - ჭაბუკები ევროპას იწყებენ

AutoSharing Option
17 ოქტომბერს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. უეფას ეგიდით გამართულ ოფიციალურ ტურნირებზე ეს ნოდარ აკობიას გუნდის სადებიუტო მატჩი იქნება.

XI ჯგუფს საქართველო მასპინძლობს. ჩვენი 17-წლამდელების მეტოქეები ჰოლანდია, ფარერები და სან მარინო არიან. სხვათა შორის, ამ ასაკში ჩვენი ქვეყანა უკვე მეორედ არის შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი ორგანიზატორი (ერთხელ ელიტრაუნდსაც ვუმასპინძლეთ).

აკობიას შეგირდებმა ბოლო შეკრება ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე გაიარეს, თბილისში 15 ოქტომბერს დაბრუნდნენ და სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდნენ, სტუმარი გუნდები კი "ჰოლიდეი ინში" იცხოვრებენ.

17 ოქტომბერს პატარა "ჯვაროსნებმა" მატჩისწინა
ბოლო ვარჯიში "მიხეილ მესხზე" გამართეს...

სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" კი ოთხივე ნაკრების მთავარმა მწვრთნელებმა და ტურნირის დირექტორმა ირაკლი ნაკაიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს.

ირაკლი ნაკაიძე:
"მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაშები ჭაბუკებს შორის ტარდება, უეფას მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია. ჩვენ ყველა წინასწარი სამუშაო ჩავატარეთ, რათა ეს სტანდარტები დაგვეკმაყოფილებინა.

მოვუწოდებთ გულშემატკივრებს, იაქტიურონ, იარონ თამაშებზე და ჩვენი ნაკრები გაამხნევონ. თამაშებს "დინამო არენა", "მიხეილ მესხი" და გორის "თენგიზ ბურჯანაძე" უმასპინძლებენ".


Sportall.Ge
ფოტოზე: ჩვენი ჯგუფის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელები პრესკონფერენციაზე

მაარტენ სტეკელენბურგი, ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"უპირველესად, მადლობა საორგანიზაციო კომიტეტს იმისთვის, რომ ტურნირის მაღალ დონეზე ორგანიზება მოახერხა. მეტოქეეების მიმართ პატივისცემით ვართ განწყობილნი და იოლ მატჩებს არ ველით. თუმცა ჩვენი უპირველესი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა".

აკი იოჰანსენი, ფარერების ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"სამი დღეა, რაც საქართველოში ვიმყოფებით და მადლობა ქართულ მხარეს, რომ ვართ მშვენიერ სასტუმროში, სადაც საუცხოო კვებაა.

ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ყველა ჯგუფი ძლიერია, თუმცა მაინც შევეცდებით, კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეორე ადგილზე გავიდეთ".


მარკო პაპინი, სან მარინოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"გამთენიისას ჩამოვფრინდით და მხოლოდ ერთხელ ვივარჯიშეთ. ვითარებას რეალურად რომ შევხედოთ, ჰოლანდია და საქართველო ჩვენზე ძლიერები არიან. ამიტომ კონკურენტად ფარერებს განვიხილავთ და წარმატების მიღწევასაც მასთან შევეცდებით".

ნოდარ აკობია, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"სასიამოვნოა, რომ სტუმრები ორგანიზების დონეს ასე კარგად აფასებენ, რადგან ასეთ ტურნირებზე ქვეყანა საკუთარ სახეს ავლენს. ჩვენ ზუგდიდში კარგ პირობებში ვემზადებოდით და მაქსიმალურად შევეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ.

ჰოლანდიაზე წარმოდგენა გვაქვს, რადგან ტურნირებზე ვყოფილვართ და გვინახავს; დანარჩენ ორ მეტოქეს კი არ ვიცნობთ... არიან თუ არა ეს ბიჭები წინა 17-წლამდელების მსგავსად ნიჭიერები, ამის პასუხი 22 ოქტომბერს გვეცოდინება...

გუნდში გვყვანან ლეგიონერები საფრანგეთიდან და იტალიიდან... სხვათა შორის, ერთი საინტერესო ჭაბუკია გერმანიაშიც, მაგრამ დროის სიმწირის გამო ვერ ვნახეთ და იმედია, შემდეგში გამოვიყენებთ".


საქართველოს ნაკრების განაცხადი
მეკარეები:
ოთარ გოშაძე - საბურთალო
ბექა ქურდაძე - საბურთალო

მცველები:

რატი კაკიაშვილი - საბურთალო
ცოტნე ნადარაია - საბურთალო
ნიკოლოზ კევლიშვილი - ლოკომოტ.
ვასილ კაციტაძე - დინამო
გიორგი ქობულაძე - 35-ე სკოლა

ნახევარმცველები:

ირაკლი კომახიძე - შუქურა
შერმადინ ართმელაძე - შუქურა
ვლადიმერ მამუჩაშვილი - საბურთალო
ირაკლი ბიძინაშვილი - საბურთალო
ნიკა ქორიძე - რეჯანა, იტა
ნიკა ლაშხი - ზესტაფონი
გიორგი კიკნაძე - ლოკომოტივი

თავდამსხმელები:

გიორგი ბერიძე  - დილა 2
გიორგი ჯობავა - ოსერი, საფრ
ბექა მიქელთაძე - ზესტაფონი
საბა ცინცქილაძე - შუქურა

მწვრთნელი:

ნოდარ აკობია

XI ჯგუფი
17.10. თბილისი, "დინამო არენა"
ჰოლანდია-ფარერები 14:00
ბოლო 6 მატჩი
ჰოლანდია-ნორვეგია 1:1 (ეჩ)
იტალია-ჰოლანდია 1:0 (ეჩ)
ჰოლანდია-ჩრ. ირლანდია 2:2 (ეჩ)
ჰოლანდია-ბელგია 2:1 (შმ)
ლიტვა-ჰოლანდია 0:0 (შმ)
ჰოლანდია-ლატვია 2:1 (შმ)

ფარერები-კვიპროსი 1:1 (შმ)
ავსტრია-ფარერები 6:0 (შმ)
შვეიცარია-ფარერები 3:0 (შმ)
ფარერები-ლუქსემბურგი 1:1 (შმ)
ჩრ. ირლანდია-ფარერები 2:0 (შმ)
საფრანგეთი-ფარერები 5:0 (შმ)

17.10. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-სან მარინო 16:00
ბოლო 6 მატჩი
ავსტრია-საქართველო 2:1 (ეჩ)
საქართველო-ირლანდია 3:0 (ეჩ)
სერბეთი-საქართველო 2:0 (ეჩ)
საქართველო-შოტლანდია 3:0 (შმ)
ლუქსემბურგი-საქართველო 1:3 (შმ)
საქართველო-უკრაინა 1:3 (შმ)

სან მარინო-ანდორა 1:1 (შმ)
ფინეთი-სან მარინო 5:0 (შმ)
გერმანია-სან მარინო 5:0 (შმ)
მაკედონია-სან მარინო 5:0 (შმ)
სან მარინო-თურქეთი 0:2 (შმ)
შოტლანდია-სან მარინო 3:0 (შმ)

19.10. გორი. "თ. ბურჯანაძე"
სან მარინო-ჰოლანდია 14:00

19.10. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო-ფარერები 16:00

22.10. თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჰოლანდია-საქართველო 15:30

22.10. გორი. "თ. ბურჯანაძე"
ფარერები-სან მარინო 15:30

სხვა ჯგუფები:
I ჯგუფი: რუმინეთი, ფინეთი, ბელორუსი, ალბანეთი.
II ჯგუფი: იტალია, შვედეთი, უკრაინა, ლიტვა.
III ჯგუფი: საფრანგეთი, ჩეხეთი, ისრაელი, ლიხტენშტაინი.
VII ჯგუფი: ინგლისი, ირლანდია, სომხეთი, გიბრალტარი.
IX ჯგუფი: თურქეთი, ჩრ. ირლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი.
XIII ჯგუფი: ბელგია, პოლონეთი, ბულგარეთი, მაკედონია.

დანარჩენ ჯგუფებში საკვალიფიკაციო ციკლის ეს ეტაპი უკვე დამთავრებულია:

IV ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შოტლანდია 3 2 1 0 5-2 7
2. უელსი 3 1 2 0 8-5 5
3. სლოვენია 3 1 0 2 5-8 3
4. უნგრეთი 3 0 1 2 8-11 1

V ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. პორტუგალია 3 3 0 0 5-1 9
2. ბოსნია 3 1 1 1 2-2 4
3. ხორვატია 3 1 0 2 1-3 3
4. ჩერნოგორია 3 0 1 2 1-3 1

VI ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 3 2 1 0 10-1 7
2. საბერძნეთი 3 2 1 0 4-1 7
3. ესტონეთი 3 1 0 2 4-7 3
4. ანდორა 3 0 0 3 0-9 0

VIII ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 0 6-0 9
2. ნორვეგია 3 1 1 1 5-5 4
3. კვიპროსი 3 1 0 2 4-5 3
4. მოლდოვა 3 0 1 2 1-6 1

X ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ისლანდია 3 2 1 0 9-6 7
2. რუსეთი 3 2 0 1 4-3 6
3. სლოვაკეთი 3 1 0 2 7-8 3
4. აზერბაიჯანი 3 0 1 2 5-8 1

XII ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შვეიცარია 3 2 1 0 7-0 7
2. ავსტრია 3 2 0 1 4-4 6
3. დანია 3 1 1 1 1-2 4
4. ყაზახეთი 3 0 0 3 0-6 0

ფორმატი და რეგლამენტი
* საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს ევროპის 52 ქვეყნის 17-წლამდელთა ნაკრები;

* 52 ნაკრები გადანაწილებულია 13 ჯგუფში. თითოეულ ჯგუფში 4 გუნდია. ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული ნაკრებები გაზაფხულზე ელიტრაუნდში იასპარეზებენ;

* მატჩები შედგება ორი 80-წუთიანი ტაიმისგან.

* თუ ორ ან მეტ გუნდს, ჯგუფში ჩატარებული ყველა მატჩის შედეგის გათვალისწინებით, ქულების თანაბარი რაოდენობა დაუგროვდა, უპირატესობა ენიჭება გუნდს, რომელსაც:

1) ქულების მეტი რაოდენობა აქვს ერთმანეთთან ჩატარებულ მატჩებში;

2) გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს ერთმანეთთან ჩატარებულ მატჩებში;

3) მეტი გოლი აქვს გატანილი ერთმანეთთან ჩატარებულ მატჩებში.

თუ ეს სამი კრიტერიუმიც ვერ ავლენს რომელიმე გუნდის უპირატესობას, მაშინ ამოქმედდება დამატებითი კრიტერიუმები:

4) ჯგუფის ყველა მატჩში გატანილი და გაშვებული ბურთების საუკეთესო სხვაობა;

5) ჯგუფის ყველა მატჩში გატანილი ბურთების მეტი რაოდენობა.

თუ ეს კრიტერიუმებიც ვერ ავლენს რომელიმე გუნდის უპირატესობას, ტარდება წილისყრა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული