საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სან მარინოს ამარცხებს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას სანმარინოელ თანატოლებთან მართავს და უკვე მე-20 წუთისთვის მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ამარცხებს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩში ნოდარ აკობიას გუნდი მე-8 წუთზე გიორგი ბერიძემ წინ გაიყვანა, მე-19 წუთზე კი თავის გამოჩენა ვლადიმერ მამუჩაიშვილმა შორეული დარტყმით შეძლო - 2:0.

მიმდინარეობს მატჩის პირველი ტაიმი.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც მანამდე გაიმართა, ჰოლანდიელმა 17-წლამდელებმა "დინამო არენაზე" ფარერებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული