საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები სან მარინოს ანადგურებს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრას სანმარინოელ თანატოლებთან მართავს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველ ტაიმში ნოდარ აკობიას შეგირდებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

საქართველოს ნაკრები წინ მე-8 წუთზე გიორგი ბერიძემ გაიყვანა, მე-19 წუთზე თავის გამოჩენა ვლადიმერ მამუჩაიშვილმა შორეული დარტყმით შეძლო, 33-ე წუთზე კი მესამე გოლი ნიკა ლაშხიამ შეაგდო.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც მანამდე გაიმართა, ჰოლანდიელმა 17-წლამდელებმა "დინამო არენაზე" ფარერებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული