მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველ ტაიმში ნოდარ აკობიას შეგირდებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.
საქართველოს ნაკრები წინ მე-8 წუთზე გიორგი ბერიძემ გაიყვანა, მე-19 წუთზე თავის გამოჩენა ვლადიმერ მამუჩაიშვილმა შორეული დარტყმით შეძლო, 33-ე წუთზე კი მესამე გოლი ნიკა ლაშხიამ შეაგდო.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც მანამდე გაიმართა, ჰოლანდიელმა 17-წლამდელებმა "დინამო არენაზე" ფარერებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.