მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის პირველ ტაიმში ნოდარ აკობიას შეგირდებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა.
საქართველოს ნაკრები წინ მე-8 წუთზე გიორგი ბერიძემ გაიყვანა, მე-19 წუთზე თავის გამოჩენა ვლადიმერ მამუჩაიშვილმა შორეული დარტყმით შეძლო, 33-ე წუთზე კი მესამე გოლი ნიკა ლაშხიამ შეაგდო.
მეორე ტაიმში სტუმრებმა ანგარიშის შემცირება შეძლეს - 67-ე წუთზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ანდრეა ტამანინიმ თავის გუნდს უდიდესი სიხარული მიანიჭა -
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში, რომელიც მანამდე გაიმართა, ჰოლანდიელმა 17-წლამდელებმა "დინამო არენაზე" ფარერებს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.