საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
22 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ჰოლანდიის 17-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფის ბოლო მატჩი გაიმართა.

სამწუხაროდ, ნოდარ აკობიას შეგირდები ჰოლანდიელ თანატოლებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

გამარჯვების გოლი სლაბეკორნმა 26-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

ასევე იხილეთ:

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფარერები დაამარცხა [VIDEO]

U17. საქართველო-სან მარინო 3:1 - როცა მოგების შემდეგ უკმაყოფილო ხარ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული