ალექსანდრე ჩივაძის გუნდი ბრიტანელებს სენტ-მირენში გაეჯიბრება, სლოვაკეთს კი, როგორც უკვე გადაწყდა, გორში დაუხვდება.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ჩინებული მინდორია, გასახდელები და პრესლოჟა მოწესრიგებულია და ასეთი რანგის შეხვედრის მასპინძლობა ამ ქალაქს უპრობლემოდ შეუძლია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თბილისში ვერ ითამაშებდა და იძულებული იყო, სხვა ქალაქზე გაეკეთებინა არჩევანი. საქმე ისაა, რომ 13, 15 და 18 ნოემბერს თბილისში 19-წლამდელთა შესარჩევი ეტაპის მატჩები
ბარემ აქვე შეგახსენებთ, რომ ქართველებს მეტოქეებად უელსი, მოლდოვა და ჰოლანდია ჰყავთ.
რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, ჩივაძის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში ორი მატჩი წააგო და ამდენივე მოიგო, ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს და, თქმა რად უნდა, რომ სენტ-მირენსა და გორში ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები ელის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდიას თბილისში 2:1 მოუგო, სლოვაკეთში კი 0:1 დამარცხდა და ამ დროისთვის ჯგუფში მესამე ადგილზეა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"