საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროშესარჩევისთვის შეკრებას იწყებს

AutoSharing Option
4 ნოემბრიდან საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები. ვასილ მაისურაძეს და მის ფეხბურთელებს წინ უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელით.

17-წლამდელთა ევროშესარჩევის მსგავსად, ამ საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელიც საქართველოა.

ელიტრაუნდის საგზურის მოსაპოვებლად, ჩვენი 19-წლამდელები მე-11 ჯგუფში - ჰოლანდიის, უელსისა და მოლდოვას ნაკრებებთან ერთად იბრძოლებენ.

ჩვენი ნაკრები სასტუმრო "ბომონდ გარდენში" იცხოვრებს და ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გამართავს.

ამ ეტაპზე ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან შესარჩევის დასაწყისისთვის 18 საუკეთესოს აარჩევს.

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე -
"საბურთალო"), ნიკა შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი)
მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე - "ტორპედო", ქუთაისი), ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ჯემალ ტაბიძე ("საბურთალო"), გიორგი გაფრინდაშვილი ("დილა 2", გორი)
ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე - "დინამო", თბილისი), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა - "ტორპედო", ქუთაისი), გიორგი აბურჯანია ("დილა", გორი), გიორგი თევზაძე ("საბურთალო"), ლევან შენგელია ("დილა 2", გორი)
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე - "ტორპედო" ქუთაისი), ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("დილა 2", გორი), დავით დარციმელია ("ალგეთი", მარნეული)

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 ნოემბრიდან დაიწყება. მანამდე კი გუნდის ვარჯიშების გრაფიკისა და დაგეგმილი პრესკონფერენციის შესახებ სფფ-ის პრესსამსახურისგან წინასწარ შეიტყობთ.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხევსურმა რომ ტქვა ფეხბურტზე - ეს ხომ ნანახი მაქვსო, ზუსტად ესააა. სპექტაკლია თუ ფეხბურთი? ყოველთვის ხომ ვერ გაგიმართლებს მაისურაძე?
messi
19:45 03-11-2013
0
17 წლამდეტა მაისურაძის ნაკტებში რადგან ამათმა ითამაშეს ეს 19 წლამდელებსიც ზუსტად ისინი უნდა იყვნენ მაინცდამაინც ამიტომ გაქვტ საქარტველოში ფეხბურტი ასეტ დონეზე და ჯერ სად ხარტ კიდევ უკანუკან ცახვალტ სანამ ასეტ ტენდენციას არ მოისსლიტ დავიჯერო ამატგან არავინ გაუკლო და სხვებმა ვერაპერს მოუმატეს ფუუუ სამარცხვინო ქარტული ტენდენცია
kuka
08:29 02-11-2013
0

სიახლეები პოპულარული