ვასილ მაისურაძემ ევროშესარჩევისთვის 19-წლამდელთა ნაკრების სია გააცხადა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროშესარჩევზე ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

მეკარეები: ბექა ქურდაძე ("საბურთალო"), ნიკა შერმადინი ("მეტალურგი", რუსთავი)
მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია ("ტორპედო", ქუთაისი), ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა - "დინამო", თბილისი), ჯემალ ტაბიძე, გიორგი თევზაძე (ორივე - "საბურთალო")
ნახევარმცველები: გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა - "ტორპედო", ქუთაისი), გიორგი აბურჯანია ("დილა", გორი), ლევან შენგელია ("დილა 2", გორი)
თავდამსხმელები: დავით ჯიქია ("ტორპედო", ქუთაისი), ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი",
თბილისი), ილია კერძევაძე ("დილა 2", გორი)

ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ატარებს. სამწუხაროდ, ვასილ მაისურაძე დანაკლისს ვერ ასცდა - ვარჯიშზე დაშავდა მეკარე ოთო გოშაძე, რომელიც ნაკრებს ვეღარ დაეხმარება და ახლა მკურნალობის კურსს სახლში გადის.

უკვე თბილისში არიან ჩვენი ნაკრების მეტოქეები: ჰოლანდია, უელსი და მოლდოვა. გუნდები 12 ნოემბერს მატჩისწინა ვარჯიშებს გამართავენ.

12 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში ტურნირისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც წარდგებიან ოთხივე ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელები.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 13 ნოემბერს დაიწყება და საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. მატჩი "მიხეილ მესხის" სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება, "დინამო არენაზე" კი 15:00 საათზე ჰოლანდია და მოლდოვა ითამაშებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძე: ჰოლანდიასთან მაინცდამაინც მოგებას ნუ მოგვთხოვთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული