ჯანო ანანიძე შოტლანდიასთან ითამაშებს

AutoSharing Option
როდესაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სია გამოქვეყნდა შოტლანდიასთან (სტუმრად 14 ნოემბერს) და სლოვაკეთთან (შინ 18 ნოემბერს) მატჩებისთვის, მაშინვე ითქვა, რომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდში სათუო იყო ჯანო ანანიძის თამაში.

ანანიძის საკითხი მოგვიანებით უნდა გადაწყვეტილიყო და ის, საბედნიეროდ, დადებითად გადაწყდა - ჯანომ "ურალთან" ითამაშა და შოტლანდიასთან მატჩისთვისაც მზად იქნება.

ეს ინფორმაცია "როსტოვის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომლის ცნობითაც, "როსტოვის" ხუთი ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრების განკარგულებაში გაემგზავრა.

ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშები კი ანანიძის თანაგუნდელთაგან ხორვატ მეკარე სტიპე პლეტიკოსას ელის - ხორვატია პლეი ოფში ისლანდიასთან გაარკვევს მუნდიალის საგზურის
ბედს.

ჩივაძის სიას უკვე დააკლდა "ჰაიდუკში" მოთამაშე გიორგი ილურიძე - მიზეზი ტრავმაა.

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე პრობლემებით და იმედით: კარგი შანსი გაგვიჩნდება, თუ...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯანომ და ჭანტურიამ,ყაზაიშვილმა უნდა დაამტკიცონ მაღალი კლასი!საერთოდ შოტლანდიას უნდა მოუგოთ ბიჭებო!
akhali
20:09 12-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული