ქართველი 19-წლამდელები უელსელებს პირველი ტაიმის შემდეგ ანადგურებენ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველ შეხვედრას მართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უელსელ თანატოლებს მასპინძლობს.

უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სტუმართათვის გამანადგურებელია - 3:0!

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მოედანზე ამ შემადგენლობით გამოვიდა: ბექა ქურდაძე, ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, ნიკოლოზ ჭანტურია, მათე ცინცაძე, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი, დავით ჯიქია, ლუკა კიკაბიძე, ლუკა ზარანდია, გიორგი თევზაძე.

შეხვედრა ქართველმა 19-წლამდელებმა აქტიურად დაიწყეს და შეიძლება ითქვას, შეხვედრის პირველმა 45-მა წუთმა მთლიანად მათი კარნახით ჩაიარა.

ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა 22-ე
წუთზე გახსნა - მეკარეს ბურთი თავზე გადაატარა, კიდევ 4 წუთში კი დავით ჯიქიამ ისარგებლა უელსელი მცველისა და მეკარის შეცდომით და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

30-ე წუთზე ჯიქიას დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა.

ტაიმის მიწურულს ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ ბურთს თავი ალექსანდრე გურეშიძემ შეაგება და 43-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0.

სხვათა შორის, შესვენებამდე ლუკა ზარანდიასაც შეეძლო გატანა...

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული