U19. საქართველო VS მოლდოვა - მეტოქეს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს

AutoSharing Option
15 ნოემბერს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის XI ჯგუფში მეორე შეხვედრას გამართავს.

ვასილ მაისურაძის შეგირდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მოლდოველ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება და დასწრება კვლავაც უფასო იქნება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს I არხი შემოგვთავაზებს.

რამდენადაც მოლდოველებმა ჰოლანდიასთან პირველი შეხვედრა უშანსოდ დათმეს (0:3), ჩვენთან დაპირისპირებაში წარმატება მათი ერთადერთი შანსია და სავარაუდოდ, მაისურაძის შეგირდებს უბრძოლველად არაფერს დაუთმობენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა 19-წლამდელებმა შესარჩევი ციკლი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყეს - 13 ნოემბერს მათ უელსის ნაკრებს ანგარიშით 5:1 სძლიეს და ჯგუფში
გალიდერდნენ.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს უელსი და ჰოლანდია შეხვდებიან, 15:00 სთ-ზე, "დინამო არენაზე" დაიწყება.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია , ლამაზად გავიმარჯვებთ და არა , ჭიდილში ...
SHUKOVANI
11:49 15-11-2013
0

სიახლეები პოპულარული