ქართველმა 19-წლამდელებმა მოლდოველები პირველ 8 წუთში გატეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე შეხვედრას მოლდოველ თანატოლებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 2:0 იმარჯვებს.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე მატჩის დებიუტშივე კოშმარი მოუწყვეს სტუმართა გუნდს.

ანგარიში უკვე მე-4 წუთზე გაიხსნა - ჯერ მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა ლუკა ზარანდიამ მეტოქის ორი მცველი ლამაზი ფინტით გააბითურა, შემდეგ კი შეტევა ოთარ კიკაბიძემ გააგრძელა, რომელმაც ასევე ოსტატურად აუარა მეტოქეს გვერდი და ბურთი კარში გადაგზავნა.

აქედან სულ რაღაც ოთხ წუთში უკვე გიორგი აბურჯანიამ იყოჩაღა, რომელმაც დავით ჯიქიასთან გათამაშებული
"კედლის" შემდეგ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა - 2:0.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყო:
ბექა ქურდაძე, ალექსანდრე გურეშიძე, ოთარ კაკაბაძე, ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი თევზაძე, მათე ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი აბურჯანია, ლუკა კიკაბიძე, დავით ჯიქია, ლუკა ზარანდია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ვუყუროთ მატჩს?
giorgi
15:03 15-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული