ლუკა ზარანდია: მაინც "ბომბა გუნდი" ვართ!

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების გარემარბმა ლუკა ზარანდიამ მოლდოვის ნაკრებთან (2:0) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- ერთი შეხედვით, მოლდოვას იოლად მოვუგეთ. მაგრამ სინამდვილეში, ასე არ ყოფილა. კარგი იყო, სწრაფი გოლებით პირველივე ტაიმში რომ დავწინაურდით, მაგრამ ძალიან მებრძოლი გუნდი შეგვხვდა, რომელიც არც ერთ ეპიზოდში არაფერს გვითმობდა. თუმცა უპირატესობა ჩვენი იყო და ეს მოგება გვეკუთვნოდა.

- საქართველოს ნაკრებს რა გამოარჩევს?
- ძალიან შეკრული და მეგობრული გუნდი ვართ. მე ამას ხალხის გასაგონად კი არ ვამბობ. ყველამ ვიცით, რომ 19-წლამდელთა ნაკრები ერთი
ოჯახია, ერთი სიხარულით და ერთი მიზნით ვცხოვრობთ.
გუნდურობა ამიტომაც გამოგვარჩევს.

ცალკე აღებული, რომელიმე გამორჩეული ლიდერი არ გვყავს, მაგრამ ერთიანობაში, მაინც "ბომბა გუნდი" ვართ! ეს ხუმრობით, ხოლო რაც შეეხება თამაშის გაძლიერებას, ეს ჩვენ კი არა, "ბარსელონასაც" სჭირდება.

- გადამწყვეტი შეხვედრა ჰოლანდიასთან გელით, სადაც პირადად მოგიწევთ იმის დამტკიცება, რომ "აიაქსთან" კონტრაქტს იმსახურებთ...
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. მაგრამ ამ შემთხვევაში, მხოლოდ გატანაზე არ ვიფიქრებ. კონტრაქტზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ და დავამარცხოთ ჰოლანდია, რომელიც საქართველოს ვერც ერთმა ასაკობრივმა ნაკრებმა ვერ დააჩოქა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული