ახალგაზრდა "ჯვაროსნებმა" უელსსა და მოლდოვას, არც ისე სუსტ გუნდებს, საკმაოდ იოლად სძლიეს. უფრო გასახარი ის იყო, რომ გუნდში თამაშის გაუმჯობესების რესურსიც იგრძნობოდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი სპეციალისტებსაც ვთხოვეთ. აზრს გვიზიარებენ "საბურთალოს" სპორტული დირექტორი, "ზესტაფონის" ყოფილი მწვრთნელი გია ჭიაბრიშვილი და საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე:
გია ჭიაბრიშვილი: გუნდური შემოქმედება ინდივიდუალიზმით
- ყველას კარგად ახსოვს, რომ უელსსა და მოლდოვაზე ბევრად სუსტი საფეხბურთო ქვეყნების ნაკრებებთან გაცილებით
- მაინც რა განაპირობებს ამ ყველაფერს, გარდა ამ ფეხბურთელების ტალანტისა?
- ეტყობა, რომ გუნდში არის დისციპლინა და გამარჯვების რწმენა, რაც მწვრთნელებისგან მოდის - ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნო. კიდევ ერთი: ჩვენს ყველა ასაკობრივ ნაკრებში არიან ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები.
მაისურაძემ მოახერხა და მათი ეს უნარი გუნდის სქემაში ჩასვა. თანაც ისე, რომ მათში შემოქმედება არ ჩაუკლავს. ეს ძალიან რთულია და სამწვრთნელო შტაბის შრომას ამიტომაც აღვნიშნავ. მოედანზე იგრძნობა, რომ ერთი გუნდი და ერთი სქემაა, რომელსაც ყველა ემორჩილება.
წარსულშიც ასე იყო: თუკი ოდესმე, როცა ქართველებს ძლიერი გუნდი გვყოლია, ამისთვის დისციპლინის, გუნდურობისა და ინდივიდუალიზმის შერწყმით მიგვიღწევია. ასეთი გუნდი კი არც ერთ მეტოქეს არ ეპუებოდა.
გიორგი ნემსაძე: ამ გუნდში ბევრი ნათელი წერტილია
- ამ ნაკრებში ბევრ საინტერესო მოთამაშეს ვხედავ, ყველაზე ნათელი წერტილი კი ვასიკო მაისურაძეა. მიხარია, რომ მან საქართველოს მოგების გემო გაახსენა და ამტკიცებს, რომ ნიჭიერი მწვრთნელის ხელში გუნდი აუცილებლად ათამაშდება.
- წმინდა საფეხბურთო კუთხით გუნდს როგორ დაგვიხასიათებთ?
- მწვრთნელის ხელწერა აშკარად ჩანს. მაისურაძემ ინდივიდუალიზმითა და აზროვნებით გამორჩეული მოთამაშეები შეკრიბა. ამ ორ შეხვედრას ვაკვირდებოდი და ბიჭები კონკრეტულ სიტუაციაში ძალიან სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მთლიანობაში, გუნდი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაც ყველაზე მეტად მახარებს.
საერთოდ, ჩემი აზრით, ბოლო წლებში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული თაობა სწორედ მაისურაძის გუნდში შეიკრიბა.
გუნდური თამაში არის მწვრთნელის ხელწერა, მაგრამ ინდივიდუალური შემოქმედება და მისი - გუნდის სასარგებლოდ გამოყენება, ფეხბურთელების ნიჭიერებაზე მიუთითებს. იმედია, თავს არც ჰოლანდიასთან მესამე შეხვედრაში შეირცხვენენ.
არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ვგრძნობ, რომ მწვრთნელებისა და ნიჭიერი თაობის სასურველი თანხვედრაა. ტრიბუნაზე ვიჯექი და ამ გუნდის ცქერა მსიამოვნებდა. გასაგებია, რომ მოლდოვასთან უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ნაკრები მომენტებს ქმნის, სწრაფად უტევს, ინდივიდუალიზმიც ჩანს და ინიციატივიანი ფეხბურთელებიც გამოჩდნენ. ეს ყველაფერი ძალიან მახარებს და მაიმედებს.
- სწრაფი თამაში ახსენეთ. ამით ქართული კლუბები და სხვა ასაკობრივი ნაკრებები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან...
- აუცილებელი არ არის, ფეხბურთელი მორბენალივით სწრაფად დარბოდეს. მთავარია აზროვნების სისწრაფე და სწორი თამაში. ამ გუნდში კი ფეხბურთელები კარგად ხდებიან, როდის არის საჭირო ინდივიდუალური გარღვევა, როდის - ბურთის გადაწოდება, როდის - გაიხსნა... ბევრია მოძრაობაც. სწრაფი თამაში ამის შედეგია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნიკა ჭანტურია: მონდომებული ადამიანი ყოველთვის გაიზრდება, თუნდაც საქართველოში
მათე ცინცაძე: გუნდმა წარმატებას ერთსულოვნების ხარჯზე მიაღწია
ოთარ კაკაბაძე: იმედია, პირველები ვიქნებით, ვინც ჰოლანდიას მოუგებს
ლუკა ზარანდია: მაინც "ბომბა გუნდი" ვართ!
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]