- საკმაოდ კარგი მეტოქე გვყავდა, მაგრამ სწრაფი გოლები ძალიან დაგვეხმარა და მერე მთელი შეხვედრა მშვიდად ჩავატარეთ, თამაშის სადავეები ჩვენს ხელშია, ბურთიც გავუგორეთ. ბევრი საგოლე შანსი გვქონდა და გაცილებით დიდი ანგარიშით მოგებაც შეგვეძლო. სამწუხაროდ, მომენტების რეალიზაცია ვერ შევძელით. კარგი ისაა, კარი "მშრალად" რომ შევინახეთ.
- ასეთ დროს, ძალების დაზოგვისთვის ვერავინ გაგამტყუნებთ, წინ ხომ ჰოლანდიასთან პრინციპული შეხვედრაა...
- დასამალი არც გვაქვს: ორი გოლის შემდეგ,
- ჰოლანდიასთან მატჩს გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელის...
- მიუხედავად იმისა, რომ ელიტრაუნდში უკვე გავედით, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება პრინციპის საქმეა.
- დღემდე, საქართველოს არც ერთ ასაკობრივ ნაკრებს ჰოლანდიისთვის არ მოუგია...
- იმედია, პირველები ჩვენ ვიქნებით. თუმცა ამას ვერავის შევპირდებით, რადგან ჰოლანდიას ძლიერი ნაკრები ჰყავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი ყოველდღიური შრომაა საჭირო!ყოველდღიური!ამ გვერდზეა ინტერვიუ ქებაძესთან-სად დაამთავრეს იტალიის და მომავალი მსოფლიო ჩემპიონების მძლეველებმა?და ეს როცა უკვე 21წლის იყვნენ...სამწუხაროა