საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა არც ჰოლანდია დაინდო

AutoSharing Option
18 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფის ბოლო მატჩი ჰოლანდიის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, რომლებმაც ელიტრაუნდის საგზური ვადამდე გაინაღდეს და ჯგუფში პირველობისთვის ფრეც ჰყოფნიდათ, მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, ჯგუფში ჩატოვებისთვის გაიმეტეს (ელიტრაუნდში 13 ჯგუფიდან 1 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა).

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება შესვენებამდე შეძლეს - მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე რიკაირო ჟივკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა - 1:1.

მეორე
ტაიმში ქართველ 19-წლამდელებს ანგარიშის შენარჩუნებაზე არ უზრუნიათ. გიორგი აბურჯანიამ მატჩის 51-ე წუთზე მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა - 2:1.

საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარე მატჩში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, უელსის ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა (6:0) და ჰოლანდია უკან ჩამოიტოვა.

საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ქურდაძე, კაკაბაძე (86, ახვლედიანი), გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, კიკაბიძე, თევზაძე (90+3, სამხარაძე), პაპუნაშვილი (69, გოროზია), კერძევაძე, ზარანდია.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ჯგუფში მაისურაძის შეგირდებმა მანამდე უელსელ (5:1) და მოლდოველ თანატოლებს (2:0) სძლიეს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
თითქმის მთელი გუნდი გუბაზ დოლიძის გაზრდილია.
მაგარია ჩვენი გუბაზი მასი!!!!!
ნური
11:18 19-11-2013
0
ღმერთმა დაგლოცოთ ბიჭებო,სულ გამარჯვებით გევლოთ!!!
datiko48
10:28 19-11-2013
0

სიახლეები პოპულარული