ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, რომლებმაც ელიტრაუნდის საგზური ვადამდე გაინაღდეს და ჯგუფში პირველობისთვის ფრეც ჰყოფნიდათ, მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, ჯგუფში ჩატოვებისთვის გაიმეტეს (ელიტრაუნდში 13 ჯგუფიდან 1 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა).
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება შესვენებამდე შეძლეს - მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე რიკაირო ჟივკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა - 1:1.
მეორე
საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარე მატჩში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, უელსის ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა (6:0) და ჰოლანდია უკან ჩამოიტოვა.
საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ქურდაძე, კაკაბაძე (86, ახვლედიანი), გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, კიკაბიძე, თევზაძე (90+3, სამხარაძე), პაპუნაშვილი (69, გოროზია), კერძევაძე, ზარანდია.
შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ჯგუფში მაისურაძის შეგირდებმა მანამდე უელსელ (5:1) და მოლდოველ თანატოლებს (2:0) სძლიეს.
ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]