საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა არც ჰოლანდია დაინდო

AutoSharing Option
18 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფის ბოლო მატჩი ჰოლანდიის ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ვასილ მაისურაძის შეგირდებმა, რომლებმაც ელიტრაუნდის საგზური ვადამდე გაინაღდეს და ჯგუფში პირველობისთვის ფრეც ჰყოფნიდათ, მრისხანე მეტოქეს არაფერი დაუთმეს და საბოლოოდ როგორც აღმოჩნდა, ჯგუფში ჩატოვებისთვის გაიმეტეს (ელიტრაუნდში 13 ჯგუფიდან 1 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა).

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება შესვენებამდე შეძლეს - მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე რიკაირო ჟივკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა - 1:1.

მეორე
ტაიმში ქართველ 19-წლამდელებს ანგარიშის შენარჩუნებაზე არ უზრუნიათ. გიორგი აბურჯანიამ მატჩის 51-ე წუთზე მასპინძლები კვლავ წინ გაიყვანა - 2:1.

საბოლოოდ შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარე მატჩში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, უელსის ნაკრებმა მოლდოვა გაანადგურა (6:0) და ჰოლანდია უკან ჩამოიტოვა.

საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:
ქურდაძე, კაკაბაძე (86, ახვლედიანი), გურეშიძე, ჭანტურია, ცინცაძე, აბურჯანია, კიკაბიძე, თევზაძე (90+3, სამხარაძე), პაპუნაშვილი (69, გოროზია), კერძევაძე, ზარანდია.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ჯგუფში მაისურაძის შეგირდებმა მანამდე უელსელ (5:1) და მოლდოველ თანატოლებს (2:0) სძლიეს.

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყოჩაღ..
PARFIUMER
16:59 18-11-2013
0
ეხლა უნდათ ამ ბიჭებს მიხედვა და პატრონობა ეს 8 ნომერი პატარა ზაირჟინიოა ეს ისე ხუმრობით ისე ესეთი სტილის ფეხბურთელი დარასელიას მერე არ მახსოვს უნივერსალია რა წინა თამაშზე ცენტრალური თავდასხმელობაც მოირგო საყრდენობაც და მცველობაც.6და7ნომრებიც კარგები არიან ერთი შეხებით რო თამაშობენ ეს არის დასააფასებელი და რაც მთავარია ამას სისწრაფეში აკეთებენ და არ დგანან ერთ ადგილას.
qutaiseli
19:46 18-11-2013
0

სიახლეები პოპულარული