სანდრო გურეშიძე: მეც და ბიჭებმაც ჰოლანდიელებთან გული მოვიოხეთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ლამაზი და შემტევი ფეხბურთი აჩვენეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გონიერი მწვრთნელის ხელში, ბრძოლას აზრი გაცილებით ძლიერ საფეხბურთო ქვეყნის ნაკრებებთანაც აქვს.

გუნდის წევრებს განვლილი ეტაპის შეფასება ვთხოვეთ...

სანდრო გურეშიძე, ცენტრალური მცველი:
"გამარჯვებაზე არანაკლებ ის ფაქტი მახარებს, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა - გუნდი ერთსულოვანი და შეკრულია, თანამედროვე ფეხბურთს ვთამაშობთ და ერთ ლიდერზე დამოკიდებულები არ ვართ.

განსაკუთრებით კი, ჰოლანდიასთან გამარჯვებამ გამახარა. ტრაბახში არ ჩამომართვათ და მჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. ამის იმედს ჩვენი თამაში
მაძლევდა.

მაგრამ ჰოლანდიის ჯგუფში ჩარჩენა მაინც მოულოდნელი იყო. ამ ქვეყნის ნაკრებები ყოველთვის მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ფავორიტები არიან, ბევრჯერ გასულან ფინალებსა და ნახევარფინალებში და მათი წარუმატებლობა თბილისური შესარჩევი ეტაპის სენსაცია იყო.

მაგრამ პირადად მეც და ბიჭებმაც გული მოვიოხეთ, ევროპის ჩემპიონატზე მათთან მსაჯის შეცდომების გამო დაუმსახურებლად წავაგეთ და ახლა რევანში ავიღეთ - ჩვენ ამის უნარი და კლასი აღმოგვაჩნდა".

ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძე: გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ
U19. საქართველო-ჰოლანდია 2:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული