გიორგი აბურჯანია: თამაშის შემდეგ ვერც ვიხსენებდი, მეორე გოლი ჰოლანდიელებს როგორ გავუტანე

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა ლამაზი და შემტევი ფეხბურთი აჩვენეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ გონიერი მწვრთნელის ხელში, ბრძოლას აზრი გაცილებით ძლიერ საფეხბურთო ქვეყნის ნაკრებებთანაც აქვს.

გუნდის წევრებს განვლილი ეტაპის შეფასება ვთხოვეთ...

გიორგი აბურჯანია, საყრდენი ნახევარმცველი:
"თამაშის შემდეგ ვერც ვიხსენებდი, მეორე გოლი ჰოლანდიელებს როგორ გავუტანე. იმ დროს ისეთ აზარტში ვიყავი, ყველაფერი ინსტინქტურად გავაკეთე.

ერთი ის მახსოვს, რომ პასს ვაკეთებდი, ბურთი ისევ მე დამიბრუნდა და კარში რომ შევარდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო.

წინ ელიტრაუნდია. რა
თქმა უნდა, კარგია, პირველ ადგილზე რომ გავედით და ჰოლანდია დავამარცხეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნაკლოები ვართ. ერთ ადგილზე გაჩერება და კმაყოფილება არაფერს გვარგებს.

თითოეული ჩვენგანი ელიტრაუნდამდე კარგად უნდა მოემზადოს, ფორმაში რომ ვიყოთ და კვლავ ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ.

თუმცა, შეკრული გუნდი გვყავს; იმედია, ამ წარმატებას არ დავჯერდებით და გულშემატკივრებს მომავალშიც გავახარებთ".


ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძე: გვაქვს რესურსი, რომ მოვუმატოთ
U19. საქართველო-ჰოლანდია 2:1 - სრულფასოვანი რევანში [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-მოლდოვა 2:0 - მონატრებული და ორმხრივი სიამოვნება! [VIDEO+PHOTO]
U19. საქართველო-უელსი 5:1 - გულს და თვალს რომ უხარია! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული