ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
28 ნოემბერს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

ნოდარ აკობიას გუნდი ელიტრაუნდის V ჯგუფში გერმანიის, სერბეთისა და ირლანდიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ჯგუფს სერბეთი უმასპინძლებს.

7 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ითამაშებენ.

Sportall.Ge

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მალტაში, 2014 წლის 9-21 მაისს ჩატარდება.

* * *
რაც შეეხება 1998 წელს დაბადებულ და უმცროსი ასაკის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, წილისყრამ მას მეტოქეებად პოლონეთი, ესტონეთი და ლიხტენშტეინი არგუნა.

აღსანიშნავია,
რომ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2014 წლის 26, 28 და 31 ოქტომბერს თბილისში გაიმართება!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული