ელიტრაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
28 ნოემბერს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართულ წილისყრაზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები გამოვლინდნენ.

ვასილ მაისურაძის გუნდი ელიტრაუნდის მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ისრაელი, შვეიცარია და კვიპროსი ეყოლება. ჯგუფის მასპინძელი შვეიცარია იქნება.

ელიტრაუნდის 7 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ითამაშებენ. ფინალურ ტურნირს 2014 წლის 19-31 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.

Sportall.Ge

* * *
ასევე გამოვლინდა 1996 წელს დაბადებულთა და უმცროსი ასაკის, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეებიც. წილისყრის შედეგად გიორგი დევდარიანის გუნდი მე-11 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად
რუმინეთი, კვიპროსი და მონტენეგრო ეყოლება.

ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, შეხვედრები კი 2014 წლის 8, 10 და 13 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაგვიმართლა! სიცოცხლის ჯგუფია!
გიორგი
22:52 28-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული