ვასილ მაისურაძის გუნდი ელიტრაუნდის მესამე ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ისრაელი, შვეიცარია და კვიპროსი ეყოლება. ჯგუფის მასპინძელი შვეიცარია იქნება.
ელიტრაუნდის 7 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ითამაშებენ. ფინალურ ტურნირს 2014 წლის 19-31 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.
* * *
ასევე გამოვლინდა 1996 წელს დაბადებულთა და უმცროსი ასაკის, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეებიც. წილისყრის შედეგად გიორგი დევდარიანის გუნდი მე-11 ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად
ჯგუფის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს, შეხვედრები კი 2014 წლის 8, 10 და 13 ოქტომბერს გაიმართება.