16-წლამდელებმა თურქეთში მეორე ტესტ-მატჩი უამინდობის გამო ვეღარ გამართეს

AutoSharing Option
4 დეკემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ტრაბზონში საწვრთნელ შეკრებას ატარებდა. პატარა "ჯვაროსნებს" ქალაქ ტრაბზონში თურქ თანატოლებთან ორი ამხანაგური მატჩი უნდა გაემართათ.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 10 დეკემბერს გოჩა ტყებუჩავას მიერ გაწვრთნილებმა თურქეთის 16-წლამდელთა ნაკრებთან პირველი ტესტ-მატჩი 1:1 ითამაშეს.

ჩვენი ნაკრებიდან გოლი თბილისის "ლოკომოტივის" 15 წლის ნახევარმცველმა გიორგი არაბიძემ გაიტანა.

ნაკრებს კიდევ ერთი სპარინგი 12 დეკემბერს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა შავ ზღვისპირეთში და, მათ შორის - თურქეთშიც,
ამინდის გაუარესების გამო ეს ვეღარ მოხერხდა და 16-წლამდელთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

ამ ტესტ-მატჩით ტყებუჩავამ უკვე დაიწყო გეგმით გაწერილი მოსამზადებელი ეტაპი - 2014 წლის შემოდგომაზე ხომ გუნდი ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრები (1998 წელს დაბადებულები) მეორე ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები იქნებიან პოლონეთის, ესტონეთისა და ლიხტენშტაინის ნაკრებები. საკვალიფიკაციო ეტაპს, 26-31 ოქტომბერს, თბილისი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული