საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა "საბურთალოსთან" ამხანაგური მატჩი გამართა

AutoSharing Option
13 იანვარს საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთან", სადაც ნაკრების არაერთი წევრი და კანდიდატი თამაშობს.

დღევანდელ მატჩში საბურთალოელმა ნაკრების ფეხბურთელებმა საკუთარი კლუბის შემადგენლობაში ითამაშეს და ნაკრების შეკრებას საღამოს შეუერთდებიან.

საბურთალო - 17-წლამდელთა ნაკრები 3:3 (1:2)

საბურთალო: კუპატაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, გოშთელიანი, წივილაშვილი, გოცირიძე, ლარკი.

შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, ბეროშვილი, ჩომახიძე, ბიძინაშვილი, გვარაძე, ჩაბრაძე, ხორხელი.

17-წლამდელთა ნაკრები: კულუა, კაპანაძე, კაციტაძე, კომახიძე, კევლიშვილი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა, ლაშხია, ქობულაძე, კამლაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ქურდაძე, ართმელაძე, ალთუნაშვილი,
ლებანიძე.

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (13), 1:1 მიქელთაძე (25), 1:2 ჯობავა (45 პენ), 2:2 მამუჩაშვილი (55), 2:3 ალთუნაშვილი (61), 3:3 ხორხელი (78).

17-წლამდელთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გადის. ნოდარ აკობიას გუნდი 17 იანვარს, ღამით, მინსკში გაემგზავრება, სადაც ყოველწლიურ, ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბელორუსში წამსვლელ ფეხბურთელთა საბოლოო სიას 14 იანვარს დაასახელებს და ტურნირთან დაკავშირებულ სხვა ოფიციალურ ინფორმაციასთან ერთად, მას სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაეცნობით.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული