საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახი თანატოლები გაანადგურა

AutoSharing Option
მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე სათამაშო დღეს პირველი მატჩი ჩაატარა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა.

ნოდარ აკობიას გუნდი ყაზახებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად - 6:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყო:

გოშაძე, კაპანაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი, ლაშხია, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა

გოლები: ჯობავა, ლაშხია, კიკნაძე (2), მიქელთაძე, გოშთელიანი

17-წლამდელებმა პირველი ტაიმი 3:0 მოიგეს, მეორე ტაიმის საწყის წუთებში კი მეტოქის კარში კიდევ ორი ბურთი გაიტანეს.

ამის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებები განახორციელა. ჩვენს ფეხბურთელებს უამრავი საგოლე მომენტი ჰქონდათ, ყაზახებს კი, ფაქტობრივად, არც
შეუტევიათ გოშაძის კარისთვის. მატჩის უკანასკნელ წუთზე გურამ გოშთელიანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 6:0.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ჯგუფში ყაზახებთან და ირანელებთან ერთად ასპარეზობს. 19 იანვარს, ტურნირის პირველ სათამაშო დღეს, ირანელებმა 3:2 დაამარცხეს ყაზახეთის ნაკრები. 21 იანვარს კი საქართველოს ნაკრები ირანის გუნდს შეხვდება და ასე გაირკვევა ჯგუფის პირველადგილოსნის ვინაობა. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები, ბურთების შეფარდებით, სწორედ პირველ ადგილზეა.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული