ქართველი 17-წლამდელები მინსკის ტურნირზე ირანს ამარცხებენ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე - "განვითარების თასი 2014" მეორე მატჩს მართავს.

ნოდარ აკობიას
გაწვრთნილების მეტოქე ირანის 1999 წელს დაბადებულთა გუნდია. პირველი ტაიმის შემდეგ ქართველი ჭაბუკები ანგარიშით 2:0 იგებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველობისთვის ამ მატჩში ფრეც ჰყოფნით.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, გოშთელიანი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა.

ანგარიში გიორგი ჯობავამ გახსნა, ბექა მიქელთაძემ კი სხვაობა ორბურთიანი გახადა.

შეხვედრის ლაივ-სტრიმის ხილვა შეგიძლიათ აქ.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში პირველი მატჩი
ქართველმა 17-წლამდელებმა 20 იანვარს ყაზახ თანატოლებთან გამართეს და მეტოქე ანგარიშით 6:0 გაანადგურეს. ტურნირი ოთხი სამგუნდიანი ჯგუფისგან შედგება. ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული