მატჩის ორივე ტაიმმა ქართველი ჭაბუკების უპირატესობით ჩაიარა, რომლებსაც ანგარიშის გახსნის შანსი არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა ხან ბალტიისპირელთა მეკარე თამაშობდა კარგად, ხანაც ჩვენებს აკლდებოდათ სიზუსტე.
უგოლოდ დასრულებული შეხვედრის ძირითადი დროის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად ბალტიისპირელებმა შეასრულეს - 4:5 ლიტველთა სასარგებლოდ.
ქართველი ჭაბუკები ტურნირზე ბრძოლას მე-5-მე-8 ადგილებისთვის მატჩებში გააგრძელებენ.
განვითარების თასი
U17. საქართველო-ლიტვა 0:0 (პენ. 4:5)
საქართველო: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, მამუჩაშვილი, კიკნაძე, გოშთელიანი, მიქელთაძე, ჯობავა
შეცვლაზე შევიდნენ: ლაშხია, ლებანიძე, კამლაძე
ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირში ირანი ააწიოკა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ყაზახი თანატოლები გაანადგურა